2019-08-26 12:13:35, 2217 ნახვა
მსოფლიო
სუდანში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სუდანში, ძლიერი წვით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 62 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყანაში გადაუღებელი წვიმები ივლისის თვიდან გრძელდება. ამ დროისთვის, სტიქიის გამო, 200 ათასი ადამიანი დააზარალდა.
გაეროს მონაცემებით, 37 ათასი სახლი დაზიანდა ან განადგურდა. მათივე მტკიცებით, ეს ციფრები შესაძლოა შეიცვალოს და დაზიანებული/განადგურებული სახლების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
სუდანში წვიმების სეზონი ოქტომბრამდე გაგრძელდება.




ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან