2019-08-24 11:32:03, 1211 ნახვა
საზოგადოება
„ფორსაჟის“ გადაღების გამო 27 აგვისტომდე ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს
24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.
ამის „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.
„ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან