08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-24 10:06:09, 1479 ნახვა

საზოგადოება
გვარამია: მორჩით ხალხის დაშინებას - ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს

მორჩით ხალხის დაშინებას - ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

გვარამია მის ახალ არხთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც რ2ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მით უმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში.  კურიერს როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ. ნუ შინდებით და ნუ ყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ. იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ, წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“, - წერს გვარამია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics