08:00 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 16:08:13, 1006 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2“ P.S.-ისა და „შაბათის შუადღის“ გუნდის წევრებმაც დატოვეს

 „რუსთავი 2”-ის გადაცემების  P.S. და  „შაბათის შუადღის“ გუნდმა ტელეკომპანია დატოვა - ამის შესახებ  განცხადებები დღეს გავრცელდა.

გადაცემა P.S. -ის თანამშრომლების თქმით, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებამ  საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და სხვა ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე,  მათ არჩევანი არ დაუტოვა.

 „რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა.

რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს – მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ.

სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ – მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი – იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება.

ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება.

არ გემშვიდობებით!

გვინდა გითხრათ – ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!

სულ მალე!” – აღნიშნულია გადაცემის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია გადაცემა  “შაბათის შუადღის” ოთხივე წამყვანმაც  დატოვა,. შესაბამისი განცხადებები ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა დღეს, 22 აგვისტოს გაავრცელეს.

“იმ მედია-რეალობის გათვალისწინებით, რომელიც სამწუხარო მოცემულობად იქცა საქართველოსთვის, ჩვენ, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები, შეუძლებლად მივიჩნევთ დავრჩეთ ტელევიზიაში, სადაც აღარ იარსებებს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მოქმედი ხელისუფლებისათვის კი მიუღებელი კრიტიკული სიტყვა.

სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ამიტომაც იმ ტელეკომპანიაათან, რომელიც ხელისუფლების ასეთი კურსისა და პოლიტიკის გამტარებელი იქნება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა – თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, – აღნიშნავენ ისინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics