2019-08-22 13:21:55, 994 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თუ რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან