14:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 16:33:55, 2748 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია „რაინეარი" დააანონსებულ სამ მიმართულებას, რომლებიც 2019 წლიდან დაიწყება, კიდევ ერთ, მეოთხე მიმართულებას დაამატებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „რაინეართან" ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შეთანხმებულები ვიყავით პირველ ეტაპზე სამი მიმართულებით ფრენის დაწყებაზე, თუმცა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სამ მიმართულებას დაემატება კიდევ ერთი - კიოლნის მიმართულება, რომლის ბილეთების გაყიდვა წელსვე, ხოლო ფრენები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება,  ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„რაინეართან"  გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი მოიცავს 2019-2020 წლებში თორმეტი  ახალი, პირდაპირი მიმართულებით ფრენების დაწყებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში. „პირველადი შეთანხმებით,  2019 წლის ბოლომდე  ფრენები დაიწყება სამი ახალი მიმართულებით - ეს არის მილანის ბერგამოს აეროპორტი, სადაც ჩვენ არ გვაქვს ფრენა, ასევე  მარსელი და ბოლონია", - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, სხვა დანარჩენი მიმართულებები დაანონსებული იქნება მომავალი წლის დასაწყისში და პრიორიტეტი იქნება,  რომ ეს იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც დღეს ფრენებს არ ვახორციელებთ.

პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics