2019-08-20 19:37:51, 2994 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გადადგომის შესახებ განცხადება იტალიის მთავრობის მეთაურმა დღეს, სენატში გამოსვლისას გააკეთა.
გადადგომის მიზეზად პრემიერმა პოლიტიკური კრიზისი დაასახელა. მან თავისი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი უპასუხისმგებლო და ეგოისტურ ქმედებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა იტალია დიდი რისკის ქვეშ დააყენა.
მატეო სალვინიმ 8 აგვისტოს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,