2019-08-20 16:19:24, 1388 ნახვა
საზოგადოება
სალია ადასტურებს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსად შესაძლოა, ნინო შუბლაძე დაინიშნოს
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გაანცხადებით, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც არის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს სხვა კანდიდატურებთანაც.
„ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან მიდიოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბევრ ვინმეს განვიხილავ და ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი“, - განაცხადა სალიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან