2019-08-20 11:20:46, 989 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან