|
2019-08-19 16:42:52, 1866 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს
„ექსპორტის ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები დადებითად ვითარდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიტიურ მოლოდინებს ეკონომიკური განვითარების მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლის კომენტირებისას. „საქსტატის" თანახმად, 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ივლისში იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა და 762.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად 83.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 435.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 8,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.
(NS)
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)