2019-08-19 13:04:39, 1414 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოავლინა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 95 კლინიკა შემოწმდა. დაიწერა 38 სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება.
ოქმები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს დაჯარიმდება თუ არა რომელიმე დაწესებულება და ამის შემდეგ გასაჯაროვდება კონკრეტული კლინიკები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან