|
2019-08-19 11:22:06, 1079 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ რესტორნისთვის სთავაზობს
„სტარტაპ-რესტორანი" სპეციალურად სტარტაპერებზე მორგებული სესხია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ სარესტორნე ბიზნესის წამოწყებას და განვითარებას. პროდუქტი განკუთვნილია რესტორნის სრულად ფუნქციონირების დასაფინანსებლად, მათ შორის, მიწის, შენობის ან ავეჯის და ინვენტარის შეძენის, შენობის მშენებლობა/რემონტისთვის, ასევე, საერთაშორისო ბრენდის ე.წ. "ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ან რესტორანთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. "სტარტაპ-რესტორნით" სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე იურიდიული პირებისა და მიკრო ბიზნესების წარმომადგენელებისთვის. ბიზნესი 2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, დაინტერესებულ პირს სარესტორნე ან მონათესავე დარგში (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და საზოგადოებრივი კვების სხვა ტიპის ობიექტი) მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს ან დაქირავებული ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ან გუნდი. „სტარტაპ რესტორნის" შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://st.artuperi.ge/ka/pages/startap-restorani . „სტარტაპერი" თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.startuperi.ge.
(R)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)