2019-08-19 10:56:10, 1188 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ ხილს აკურთხებენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან