2019-08-19 10:50:07, 1074 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებილის ხეივანზე ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან