2019-08-17 12:00:43, 3545 ნახვა
მსოფლიო
ოდესაში, სასტუმროში ხანძრის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქ ოდესაში, ერთ-ერთი სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
ამის შესახებ dailysabah ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით უწყება.
მათივე ცნობით, სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ცეცხლი შუა ღამით გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად 3 საათი დასჭირდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ფოტო: dailysabah
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან