|
2019-08-17 11:28:02, 1280 ნახვა
საზოგადოება
გვრიტიშვილი: ჯანეზაშვილი და დოლიძე მოსამართლეებს აბულინგებენ და ყველა პროგრესულ ცვლილებას ჩქმალავენ
„ყველა გმირს ჭირდება ანტიგმირი, რათა გმირად წარმოაჩინოს თავი. ასევე არიან ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, „გიგაური-მშვენიერაძის კლანის“ მიერ ხელდასხმული ,,გმირები“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებს დისკრიმინაციულად ექცევიან. „ყველა გმირს ჭირდება ანტიგმირი, რათა გმირად წარმოაჩინოს თავი. ასევე არიან ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, გიგაური-მშვენიერაძის კლანის მიერ ხელდასხმული ,,გმირები“, რომლებიც ანტიგმირებად წარმოგვაჩენენ ჩვენ, მოქმედ მოსამართლეებს. სხვანაირად, თავის დამკვიდრებისათვის არც კეთილსინდისიერების და არც კომპეტენციის დონე ყოფნით. ასე, ორკესტრირებული შეტევით, ხელდამსხმელთა და ზოგიერთ პოლიტიკანთა ხელშეწყობით, აბულინგებენ მთელს სასამართლო სისტემას, ჩქმალავენ ყველა პროგრესულ ცვლილებას და საზოგადოებას განუწყვეტლივ აჩეჩებენ გაყალბებულ ე.წ. კვლევებს, მაშინ, როცა არსებობს მსოფლიოში მე-3 ადგილას მყოფი კვლევითი ორგანიზაცია ,,Ipsos France''-ის კვლევა სასამართლოს უდავო პროგრესის შესახებ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ პროცედურას არაერთგზის უწოდეს ,"ცირკი", "ფარსი“. საინტერესოა, რატომღა მიიღეს ამ "ცირკში“, "ფარსში“ მონაწილეობა? ჯამბაზები არიან თუ ილუზიონისტები? გასაუბრებებმა მინიმალური სტანდარტიც ვერ დააკმაყოფილაო, განაცხადეს. არადა, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას საშუალოდ 3 საათი (დაფიქსირდა 5 და 6-საათიანი გასაუბრებებიც) დავუთმეთ. შეკითხვებს, მაგალითად, ჯანეზაშვილი, ხშირად 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში სვამდა, ენკავედეს მეთოდების გამოყენებით წარმართავდა გასაუბრებას კი არა, ფაქტიურად დაკითხვას, ჩასაფრებულის პოზიციიდან, რასაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ - კანდიდატებიც აპროტესტებდნენ. რას არ უწოდებენ მოსამართლეებს: "მასას“, "ნარჩენებს“, "მაფიოზებს“, "კომუნისტურ პარტიას“ და აქეთ თვითონ წარმოაჩენენ თავს "მსხვერპლად“, მაშინ, როცა მათი ეს ქმედებები წარმოადგენს ბულინგს, დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა - ისინი აბსოლუტურად დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, მოსამართლეებმა, შევძელით და დავასრულეთ აღნიშნული პროცედურის მნიშვნელოვანი ეტაპი - კანდიდატთა მოსმენა, რომელმაც სრულად ჩააბარა საჯაროობის ტესტი; კიდევ კარგი, საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, მათ შორის - ჯანეზაშვილ-დოლიძის ორმაგ სტანდარტებს, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, პროვოკაციებს, რათა როგორმე შეებღალათ ეს პროცედურა. ჩვენ ასევე შევძლებთ - საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე ასარჩევად წარვუდგინოთ ღირსეული კანდიდატები. ზოგადადაც, გავაგრძელებთ სასამართლოზე ზრუნვას და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის!“, - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)