2019-08-17 10:07:20, 1176 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს
თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურქი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, თამარ მეფის შვილიშვილის სარკოფაგს არქეოლოგიური გათხრებისას ქალაქ ერზერუმში, პასინ-ლერის რაიონში მიაკვლიეს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე არავინ იცოდა, სად იყო დასაფლავებული გურჯი ხათუნად წოდებული - თამარ დედოფალი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის შვილის, სულთან ალაედინ ქეი-ყუბად II-ის სარკოფაგთან ერთად აღმოაჩინეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან