2019-08-16 19:13:19, 1294 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა
მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ემთხვევა დღეს 17:45 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან