06:18 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 17:05:50, 1118 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კაპიტალმა“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის კვლევა განაახლა

 „თიბისი კაპიტალის“ კვლევა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთ განახლდა და ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2019 წლის I ნახევარში გაყიდვები  2018 წლის I ნახევრის ტენდენციას იმეორებს. გაყიდულია 16,296 ბინა 1,119,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. შარშან ამავე პერიოდში 16,271 ბინა გაიყიდა, 1,092,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.

ახალი ბინების გაყიდვები 5.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 7,1%-ით არის შემცირებული, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული.

გაყიდვების მხრივ ყველაზე აქტიური უბნები კვლავ საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანია, სადაც წლის პირველი ნახევრის მანძილზე შესაბამისად  3,661, 2,440, და 2,046 ბინა გაიყიდა. ახალი ბინების გაყიდვებით ლიდერი საბურთალოა.

თბილისის უძრავი ქონების ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან 2,6%-ით არის გაზრდილი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დოლარში -1,4%-ით არის შემცირებული. ეს სხვაობა გაცვლითი კურსის ცვალებადობით  აიხსნება.

ახალ ბინებში ერთი კვ.მ.-ის საშუალო ფასი დოლარში 736$-ს შეადგენს, ხოლო ძველ ბინებში 656$-ს, რაც ახალ ბინებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

ყველაზე ძვირიანი უბნების სტატუსს ინარჩუნებენ ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო, სადაც ახალ ბინებში ერთი კვ.მ საშუალოდ 1,036$, 1,017$ და 937$ ღირს, ხოლო ძველი ბინები 950$,938$ და 773$ ღირს საშუალოდ.

იპოთეკური სესხების პორტფელი ზრდას განაგრძობს. 2019 წლის I ნახევრის მანძილზე კურსით შესწორებული ზრდა წლის დასაწყისიდან 3,9%-ია, ხოლო სეზონურობით შესწორებული ზრდა 6.1%-ია. 2019 წლის პირველ ნახევარში კლებადი საპროცენტო განაკვეთები ლარში მაისისა და ივნისის პერიოდში 8.9%-ის ფარგლებში დასტაბილურდა.

შეინიშნება საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული ახალი მშენებლობის ნებართვების ზრდა. წლის პირველი ნახევრის მანძილზე გაცემულია 91 ახალი მშენებლობის ნებართვა ჯამურად 417,000 კვ.მ. საცხოვრბელი ფართით. აქიდან ყველაზ მეტი 24 ნებართვა დიდ დიღომში, 16 საბურთალოზე ხოლო 12 სამგორში გაიცა. შარშან იმავე პერიოდში ჯამურად 70 ნებართვა იყო გაცემული, სულ 267,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.

თბილისის უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების პროპორცია 2018 წლის მანძილზე მთელი ბაზრის 13%-ს შეადგენდა. 2019 წლის I ნახევრის მანძილზე პროპორციამ 8% შეადგინა.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics