06:20 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 12:12:07, 1054 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ახვლედიანი თედ ჯონასზე: ის საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელია

 „ის არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი იურისტ თედ ჯონასს, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართავს.

ახვლედიანის შეფასებით, თედ ჯონასი ლგბტ თემის  წარმომადგენლების ინტერესებს ფინანსური სარგებელის გამო იცავს.

„როგორც ჩანს, ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ იურისტი, ის არის  კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი და იცავს მათ ინტერესებს. მან იცის, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და როგორც ჩანს, ახლა სწორედ აი, ეს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს უკვე სასამართლო წარმოების კონტექსტში. აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოებისას მიაჩნია, რომ არა ბუნებრივის და არა ნორმალურის და გაუკუღმართებულის ნორმად დაკანონება არის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი  შეაქვს. წერილში, რომელიც თედ ჯონასმა პროკურატურაში გაგზავნა, აღნიშნულია ის დარღვევები, რომელიც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  2019 წლის ივნისში „თბილისი პრაიდისა“ და მისი მომხრეების საწინააღმდეგოდ ჩაიდინა. „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”, - აღნიშნულია  საქართველოს  მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძისადმი გაგზავნილ წერილში. მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics