|
2019-08-16 11:38:05, 2045 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნულიკომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არისფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უწყებათაშორისი თანამშრომლობისმუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა. კომიტეტი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა დაკერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენს. ,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნულიკომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირებისსისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული კომიტეტისშემადგენლობაში შედიან, როგორც კერძო სექტორის ასევე, სახელმწიფო უწყებებისწარმომადგენლები. მუშაობის პროცესში, კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს დაგანსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რათა, მაქსიმალურად გამარტივდესსაერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები", - განაცხადა ფინანსთამინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებითგათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების მდგომარეობა, ახალი საბაჟოკანონმდებლობა და უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვისშესახებ საკითხები. ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკოორდინაცია, საერთაშორისო ვაჭრობის მოქნილი, მოდერნიზებული სისტემისმხარდასაჭერად საქონლის საზღვარზე გადაადგილებაში ჩართულ სამთავრობო დაარასამთავრობო ორგანიზაციების შორის მდგრადი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციადა ძალისხმევის მობილიზება.
(NS)
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)