05:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 18:14:55, 1109 ნახვა

საზოგადოება
პაატა შამუგია: ლალიაშვილს ამ წუთას „იმედში“ ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს

 „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომელმა პაატა შამუგიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

შამუგია აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილმა შიდა ჯგუფში კატეგორიულად მოითხოვა ფილმის ავტორის დასახელება და საჯარო ბოდიშის მოხდა.

შამუგიას განმარტებით „ნიუსრუმი პალარიზებული იყო“.

"ორშაბათს Toresa-მ დაპოსტა „იმედის“ შიდა ჯგუფში ის ავად სახსენებელი ფილმი და ძალიან გაბრაზებული კომენტარიც მოაყოლა. მეც ვნახე ვიდეო და მარტივად იყო საქმე: როცა აგვისტოს ომზე იღებ მავნებლურ „ფილმს“ და იქ პუტინის დანაშაულზე, სულ ცოტა, გადაკვრითაც არ ამბობ არაფერს, ეს მძიმე დიაგნოზია. მშვიდობით ომს მოიგებ კი არა, აგერ, გუგუტიანთკარში მოსახლეობას სახლების ზღურბლებზე უვლებენ მავთულხლართებს, და ასეთი დერჟავნიკული აგრესიის გამართლებას (რაგინდარა მიზეზით) ვინც ცდილობს, ყველა იდიოტია ჩემს თვალში. სამწუხაროდ, რუსეთთან არ გამოდის არც ომი (ფიზიკური განსხვავების გამო შეუძლებელია) და არც მშვიდობა (მორალური განსხვავების გამოა შეუძლებელი. იმპერიალისტური ლოგიკა მხოლოდ კოლონიურ მორალს აღიარებს. აგერ, არ ვეუბნებით არაფერს, ხელისუფლება მთლად ხელებს უკოცნის, მაგრამ მაინც მოიწევენ და მოიწევენ, მოვლენ თბილისამდეც, ერთბაშად ჩვენმა მხეცმა გახარიამ არ აღკვეთოს).

მოკლედ, რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი. პარალელურად, გამოვიდა ნიკა ლალიაშვილი და ვიდეოზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო (ტექსტი იყო „ბოკო-ჰარამის“ ტრადიციებში), მაგრამ არანაირი სინდისის ქენჯნა, თუნდაც, ჟურნალისტების დემორალიზების გამო, იმის გამო, რომ ამ დღეების განმავლობაში მისი უდანაშაულო თანამშრომლები ტალახში ათრია მთელმა ქვეყანამ. პირიქით, იქით მამარდაშვილის აჩრდილს ამოეფარა (ეტყობა, მამარდაშვილის იმ ჩანაწერებამდე ჯერ არ მისულა, სადაც რუსული იმპერიალიზმის შესახებ საუბრობს), აქეთ - ქართველი ხალხის სენტიმენტებს, და ვითომც არაფერი.

„იმედიდან“ წამოსვლა ყველაზე იოლი და მსუბუქი გამოსავალი იქნებოდა. ამაზე დღესაც ვისაუბრეთ. როდესაც ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასეთი ერთსულოვანი და ძალიან ღირსეული პროტესტი ვნახეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი. ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, სიგნალი გაეგზავნა ყველას - ის, რომ ამ ქვეყანაში რუსოფილიური განწყობის შექმნა არის შეუძლებელი მისია, სულ ტყუილად აფინანსებს კრემლი თავის აგენტებს, წყალში იყრება ეგ ფული, ძვირფასებო. ასეთი ამბებია“, -წერს პაატა შამუგია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics