05:22 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 13:11:56, 846 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით,  შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია როგორც 2017 წლის, ასევე 2016, 2015 და 2014 წლების მაჩვენებელზე. მათივე განმარტებით,  2018 წელს რეინვესტიციის მოცულობამ 437.2 მლნ აშშ დოლარი შადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს სამ უმსხვილეს ქვეყანას შორის აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და ბრიტანეთია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 246.4 მლნ აშშ დოლარი (19.5 %), ნიდერლანდებიდან - 208.4 მლნ აშშ დოლარი (16.5%), ბრიტანეთიდან - 178.8 მლნ აშშ დოლარი (14.1%) შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან, ასევე, აშშ (8.1%), ჩინეთი (6%), ჩეხეთი (5.9%), პანამა (5.9%), რუსეთი (5.5%), ლუქსემბურგი (4%), თურქეთი (3.9%).

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics