05:23 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 19:15:57, 2314 ნახვა

საზოგადოება
„იმედის“ ეთერში გასულ ფილმზე, რომელიც აგვისტოს ომს ეხებოდა, პასუხისმგებლობა ნიკა ლალიაშვილმა აიღო

ტელეკომპანია "იმედში" გასულ ფილმზე, რომელსაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა და  სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებში წინა ხელისუფლებაა დადანაშაულებული, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო.

ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმი მისი პროდიუსინგით დამზადდა, ხოლო ავტორის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს.

„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათშორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის", -განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics