|
2019-08-13 14:46:25, 1217 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მეტ აბონენტს შეეძლება
იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდების პროცესის გამარტივებაზე. ამჯერად, კომუნალური გადასახადების ქვითრებში და ენერგორესურსების გამანაწილებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში სწორი მონაცემების დაფიქსირება ნაცვლად ათისა, უკვე 28 კომპანიაში გახდა შესაძლებელი. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურება. აბონენტის რეგისტრაციის ცვლილება აბონენტებს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში შეუძლიათ. თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი ენერგორესურსების გამანაწილებელი სხვადასხვა კომპანიის ოფისებში, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 28 სხვადასხვა კომპანიას ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია რომ აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების განცხადების წარმოდგენა ასევე შეიძლება რეგისტრირებულ ქონებაზეც. განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შევსებული ელექტრონული განცხადებით მიმართოს 28 სხვადასხვა კომპანიიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს ერთად. ეს კომპანიებია: სს თელასი, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, შპს თბილისი ენერჯი, სს ენერგო-პრო ჯორჯია, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შპს სოკარ ჯორჯია გაზი, შპს საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი, შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნე, შპს აკრიანი - 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +, შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა, შპს ყამარი, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი, შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი, შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი, შპს „სოგური. სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის. აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მოქალაქეს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია გაიგოს უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება.
იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისს მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)