|
2015-07-09 10:12:12, 387 ნახვა
საზოგადოება
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი 2016 წლის სექტემბრისთვის შეიქმნება
„საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი 2016 წლის სექტემბრისთვის შეიქმნება“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, სკოლის მთავარი მიზანი საჯარო მოხელეების ევროპული სტანდარტებისათვის მომზადება იქნება. „განათლების საერთაშორისო ცენტრსა და მთავრობის ადმინისტრაციას დღეს დაგვევალა საჯარო მოხელეთა სკოლის დაარსება და პროგრამების გამართვა. შესაბამისად, დღეს საჯარო სკოლა მოემსახურება და მიმდინარე საჯარო მოხელეთა რეფორმის ინსტრუმენტი იქნება. საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ ევროპის სტანდარტების და სამუშაობისთვის, ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკისთვის მზად. ამ სკოლას ექნება როგორც აუცილებელი სავალდებულო ტრენინგი, რომელიც პირველ ეტაპზე მსურველ მოხელეებს მოამზადებს, ასევე იქნება თემატური ტრენინგი. სკოლა საჯარო მოხელეებს მომზადების იმ საშუალებას შესთავაზებს, რომელიც მათ დაწინაურებაში შეუწყობს ხელს. ეს სკოლა გაკეთდება მსოფლიო წამყვან სკოლებთან თანამშრომლობით. სკოლის კურიკულუმის და ადმინისტრაციის გამართვაში ჩართული იქნება ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის სკოლა, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადმინიტრაციული სკოლა. იმედი გვაქვს, რომ პროგრამის დაწყებიდან 12 თვეში დავიწყებთ ფუნქციონირებას და ყოველთვიურად 1200-1400 საჯარო მოხელე გადამზადდება“,-განაცხადა ნინო ჭელიძემ. ამასთან, როგორც ნინო ჭელიძემ განმარტა, საჯარო მოხელეთა ცენტრის მომზადების ბიუჯეტი 2 მილიონამდე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)