2019-08-12 12:02:45, 2547 ნახვა
მსოფლიო
ათენის მახლობლად ტყის მასივი იწვის - პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ტყეში ძლიერი ხანძარია.
სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს ცნობით, ხანძრის გამო პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
შაბათის შემდეგ, საბერძნეთში 40 გრადუსიანი სიცხისა და ძლიერი ქარის შედეგად, ხანძრის გაჩენის საშიშროებამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. პროფილაქტიკური ზომების მიუხედავად, სხვადასხვა ტერიტორიაზე შაბათს 59 ხოლო კვირას 63 ხანძარი გაჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,