2019-08-12 11:25:23, 2616 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მივიდა
უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ტელეარხ „პრიამოის“ შესყიდვის დროს გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდების საქმეზე, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე მივიდა.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, პოროშენკო დაკითხვაზე დაცვის თანხლებით გამოცხადდა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, უკრაინის ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე 25 ივლისსაც იმყოფებოდა. მაშინ გამოძიების კითხვები ქარხნის „სამჭედლო რიბალსკიზე“ ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას უკავშირდებოდა.
მთლიანობაში, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო 11 საქმეს იძიებს, სადაც პოროშენკო და სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,