|
2019-08-10 11:45:43, 1196 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სამეგრელოს რეგიონში შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის, მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდები; მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია და საკვებწარმოება; ჩაის კულტურის რეაბილიტაცია; რეგიონისთვის მიზანშეწონილი მრავალწლოვანი კულტურებისა და ვაზის სანერგეების მოწყობის შესაძლებლობები, რომელთა სერტიფიცირებაც საერთაშორისო წესებს დაექვემდებარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მის გამოსვლაში აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა რეგიონისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებს. სოფელ მუხურში სრული დატვირთვით ამუშავდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი მეფუტკრეობის სასელექციო-სანაშენე სადგური. სელექციური მუშაობის პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დედების გამოყვანა და მათი გადაცემა ფერმერებზე. აღნიშნულმა ბაზამ საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა და სისტემატიურად მიმდინარეობს ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები მათი ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემის კუთხით. ამავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აგრარული მიმართულების მრავალპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში შედგა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა, მათ შორის თუთის აბრეშუმხვიას სხვადასხვა ჯიშების აბრეშუმის პარკის, ხილისა და ყურძნის უშაქროდ მიღებული პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარდგენა. გაიმართა ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებული თაფლის ნიმუშებისა და ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ვენახებიდან მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს გადაეცათ ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადებული და გამოცემული, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკები და სავეტერინარო პარაზიტოლოგიური ტერმინთა ლექსიკონები.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)