05:41 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 12:01:12, 853 ნახვა

საზოგადოება
ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოაწყო.

პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.

სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფიტნეს ზონაც. 

სკვერი ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50 215 ლარი დაიხარჯა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics