|
2019-08-08 13:10:45, 1489 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ IFC-სთან 100 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს. „IFC აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან ლარში დაკრედიტების მოცულობის გასაზრდელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე საწარმოების განვითარებისთვის. აღნიშნული საწარმოები ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მეწარმეებს ხშირად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ასეთ დაფინანსებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის დაფინანსებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი გაფართოებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად“,- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას და ბიზნესის სფეროში მათი განათლების დონის ამაღლებას. ეს პარტნიორობა გამოცდილ ადგილობრივ ინსტიტუტთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რაც უფრო მეტ ქალ მეწარმეს დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარის დაფინანსების დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა, კრისტინა შაპირომ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა IFC-თან თანაშრომლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას შეგვაძლებინებს. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას. IFC-ისა და Goldman Sachs „10,000 ქალი“-ის ერთობლივი პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ მხარდაჭერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მეწარმე ქალებისთვის მეტი ფინანსური თანადგომის გაწევისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
(R)
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)