|
2015-07-08 16:48:13, 583 ნახვა
საზოგადოება
IDFI: 2010–2015 წლებში ხე–ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა გამოვლინდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2010–2015 წლებში დაფიქსირებულ ხე–ტყის ჭრის უკანონო ფაქტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. IDFI–ის ინფორმაციით, 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით ხე–ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 13 125 წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2007 სისხლის სამართლის დანაშაულს. „ ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ შეთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს მნიშნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე“, – ნათქვამია IDFI–ის განცხადებაში. მათივე ცნობით, 2010-2014 წლებში ხე ტყის უკანონო ჭრის სისხლის სამართლის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა (1304) 2014 წელს არის გამოვლენილი. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აღემატება წინა 4 წლის განმავლობაში ერთად გამოვლენილ ფაქტებს. 2015 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება ხე-ტყის უკანონო ჭრის 111 სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, IDFI–ის ინფორმაციით, 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გახშირებულია აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენის შემთხვევები. მაგალითად, 2012 წელს გამოვლენილია 3463 შემთხვევა, 2013 წელს - 3 400, 2014 წელს 3 302, მაშინ როდესაც 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 946-ს, ხოლო 2011 წელს- 805 შემთხვევას. 2015 წლის პირველ კვარტალში უკვე ხე ტყის უკანონო ჭრის 1 209 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება. 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ სულ დაკისრებულია 1 588 612 ლარის ოდენობის ჯარიმა, საიდანაც 744 200 ლარი მოდის 2014 წელზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ეს ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამიინსტროს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)