03:35 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 18:47:42, 1148 ნახვა

საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსში“ თრომბოლიზისი წარმატებით ჩატარდა და ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

28 ივლისს, ფრანგი პაციენტი, ვინჩენცო ფ. იშემიური ინსულტით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინსულტის ცენტრში მოთავსდა. პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები - გონების კარგვა, სისუსტე მარცხენა კიდურებში, სახის ასიმეტრია და დარღვეული მეტყველება, რაც მას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებამდე 15 წუთით ადრე განუვითარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის #1117 ბრიგადამ პაციენტი დროულად გადმოიყვანა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში.

ინსულტის ცენტრში მოთავსებისთანავე, პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და დაენიშნა სისტემური თრომბოლიზისი - ალტეპლაზას გადასხმა. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე - მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება. თრომბოლიზისის პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც იმყოფებოდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გამოცდილი გუნდის დაკვირვების ქვეშ, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით.

პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაეწერა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში.

სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და მუდმივად მიმართავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics