|
2019-08-07 16:50:00, 1871 ნახვა
ეკონომიკა
დომინიკ პაპენჰეი: საქართველოს ხარისხიანი პროდუქციის წარმოების რეალური პოტენციალი გააჩნია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კვლევის „სერტიფიცირებისა და ხარისხის ქართული სტანდარტები“ პრეზენტაციას დაესწრო. კვლევის მიზანს „გეოგაპის“ და „ქართული რძის“ (Georgian Dairy) სტანდარტის მაგალითზე სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ქართული ხარისხის ნიშნების და სტანდარტების შესწავლა წარმოადგენდა. „უმნიშვნელოვანესია აღნიშნული შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ვფიქრობ, სწორედ დისკუსიაა ის ფორმატი, სადაც, კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით, საჭირო რეკომენდაციების შემუშავება ხდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით ასოციაციების როლის გაძლიერების ხედვა გააჩნია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV) ფარგლებში აღნიშნული კომპონენტის გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხედვაა ასოციაციების განვითარების საფუძველზე, სურსათის უვნებლობის ხარისხი სრულად იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მოთხოვნების ზრდა საკუთარი წარმოების ხარისხის ზრდას ნიშნავს. მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციისთვის. წინ საკმაოდ რთული და პასუხისმგებლობებით სავსე განვითარების გზა გვაქვს გასავლელი და ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პროგრამის ხელმძღვანელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა დომინიკ პაპენჰეიმ მიმართა. როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს რეალური პოტენციალი გააჩნია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების და სტანდარტების შემუშავება. კვლევის დოკუმენტში ყურადღება სტანდარტების და ხარისხის ნიშნების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე გამახვილდა. გამოიკვეთა, რომ მომხმარებელთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი. ღონისძიება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ასოციაცია „ათინათი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით ახორციელებს.
(NS)
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)