03:35 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 15:44:59, 925 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უფუნქციო შენობა-ნაგებობების ნაცვლად, აქ გზის გამყოფი ზოლი მოეწყო, რომელიც შემოდგომაზე გამწვანდება.

„აქ იყო დახურული ტერიტორია. გზა იყო გადაკეტილი, შეუძლებელი იყო მოძრაობა და მძღოლებს უწევდათ გვერდის ავლით გადაადგილება. აქ იყო განთავსებული მეტროს გამნიავებელი შახტი. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი გაუკეთდა იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგა აქ. ახლა ხედავთ, რა კარგი სივრცე გამოვიდა. გაკეთდა შუა ზოლი, სადაც შემოდგომაზე დაირგვება ხე-მცენარეები. განათებები, მოაჯირები და სხვა დანარჩენი გაკეთებულია და ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილია მოსახლეობაც და მძღოლებიც, რომლებიც ამ კონკრეტული მონაკვეთით სარგებლობდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, შეიცვალა შახტის ზედაპირი და მოხდა მისი გადაადგილება იმგვარად, რომ გზა გახსნილიყო.

პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს; რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 100 000 ლარია. პროექტი თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ -„ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოა. სამუშაოები მიმდინარე წლის  აპრილში დაიწყო.

დედაქალაქის მერთან ერთად სამუშაოებს გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბირბიჩაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics