03:35 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 11:14:04, 792 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ლიფტები და კიბის უჯრედები მოეწყო

ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში  გააცნო. 

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების  პრობლემაც მოიხსნა.

თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ესტაკადის მიმდებარედ სკვერის მოწყობასა და შუქნიშნის გაუქმებაზე.

„აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სიახლე: გელოვანის გამზირზე არსებული შუქნიშანი დროებით მოქმედი დავტოვეთ, რათა ფეხით მოსიარულეებს გამზირის მეორე მხარეს გადასვლა შეძლებოდათ. ამასთან, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი ავტომანქანები  მარშალ გელოვანის გამზირზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეები მოეწყო. შესაბამისად, აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება და ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიც დავაყენეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე, რომელმაც დამატებით განმარტა მარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშნის გაუქმების საკითხი. მისი განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი გზა გაფართოვდება და აჩქარების ზოლი მოეწყობა, რის შემდეგაც აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics