2019-08-06 17:55:49, 1056 ნახვა
საზოგადოება
„TV პირველს“ არ მოგაგუდინებთ!“ - ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
„TV პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ წერეთელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ის აცხადებს, გამოძიების კითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !“, - წერს ვახტანგ წერეთელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,