13:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 17:03:18, 1480 ნახვა

ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში დოლარი 2.86-2.96 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი - 2.87-2.92

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.86-დან 2.96 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.18 -3.32 ლარია.

„საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.96 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.86 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.325 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.18 ლარად.

„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.9600 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.8600 ლარად. ევრო 3.3180 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.1880 ლარად.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.9300 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.8700 ლარად. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.2750 ლარად შეძლებთ, გაყიდვას - 3.1850 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.9650 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.8650 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.3100 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.2090 ლარს მიიღებთ.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.943 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.867 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.351 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.144 ლარად შეგიძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,9500 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2,8600 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3,3220 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 3,1710 ლარად არის შესაძლებელი.

„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.9600 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.8600 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.3440 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 3.1650 ლარად.

„ფინკა ბანკში“ 1 დოლარი 2.9250 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.8950 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.2700 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.2300 ლარად.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 2.87-2.92 ლარია, ევრო კი, 3.23-3.26 ლარი ღირს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8946 ლარი ეღირება, ევრო კი, 3.2312 ლარი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics