|
2019-08-05 10:28:50, 1413 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ექსპორტი 4%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 6%-ით გაიზარდა
2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69662), ჩინეთი - 21% (4249687) და პოლონეთი - 19% (2250994). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63948), ლიეტუვა - 41% (372918), მონღოლეთი - 35% (172392), ბელარუსი - 19% (1008888), ისრაელი - 51% (165671), გერმანია - 12% (344735), ესტონეთი - 9% (357866), რუსეთი - 2%, (29132711), მოლდოვა - 4386% (317582), ნიდერლანდები - 42% (43260), ჩეხეთი 42% - (43260), შვედეთი - 1734% (39954), ბულგარეთი - 25% (19986) და ა.შ. ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29132711), უკრაინა (4893304), ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866). 7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).
(NS)
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)