2019-08-05 09:52:43, 872 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. ინციდენტი ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.
როგორვ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
"ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებჯთ გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს",- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან