18:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 13:12:15, 565 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოვებს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია იტალიურ ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დააჯილდოვებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დაჯილდოვდება.

2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა. ბორანი ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა.

„გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია.

მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია  და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics