2019-08-03 12:10:05, 2602 ნახვა
მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კრისტალინა გეორგიევა წარადგინეს
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატად კრისტალინა გეორგიევა წარადგინეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის 65 წლის აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგიევამ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.
ცნობისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელს 2019 წლის ოქტომბერში აირჩევენ. მანამდე თანამდებობა კრისტინ ლაგარდის ეკავა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან