22:35 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 15:22:15, 1972 ნახვა

სამართალი
შსს - დავაკავეთ პირები, რომლებმაც ერაყის მოქალაქეს და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პირები, რომლებმაც სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მღვდელი და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics