|
2019-08-02 13:27:07, 1801 ნახვა
სამართალი
უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების, დამზადების და გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები - 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, ასევე, სამართალდამცველებმა ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა. პოლიციამ მოპოვებული მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ოთხივე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა- გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)