|
2019-08-02 10:10:50, 1122 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია დღეს სასამართლოში გამოიკითხება
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. იგი „რუსთავი 2“-ის დიდი ოდენობით თანხების მითვების და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა გვარმიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. შესაბამისად, სასამართლოში მისი გამოკითხვა დღეს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)