18:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 11:47:31, 477 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირებმა და მრევლმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ აქცია გამართეს

სასულიერო პირებმა და მრევლმა არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქარველოს“  ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს, საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალოს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მართლადიდებელთა კავშირის თანათავჯდომარე  ავთანდილ გუნთიაძე აცხადებს, უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და გარყვნილების დასაკანონებლად იბრძვიან.

 „ჩვენი მოსვლის მიზეზია, რიგით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის  გაპროტესტება, რომლებიც უცხო ქვეყნების მიერ ფინანსდებიან. ეს არასამთავრობოები საქართველოში გარყვნილების დასაკანონებლად იღწვიან.  ჩვენ ვითხოვთ, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდოს. ეს არასამთავრობოები გამოხატავენ თავიანთი დამკვეთების აზრს, ისინი უცხო ქვეყნის აგენტები არიან, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას.  ესენი არიან ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაიცები, რომლებიც თუნდაც იდენტობასთან ერთად ვიღაცეების უფლებების დაცვას ხელს აწერენ“, – აღნიშნა გუნთიაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილე სასულიერო პირებმა ლოცვა წაიკითხეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics