|
2019-08-01 16:04:07, 1351 ნახვა
სამართალი
საია-მ საკონსტიტუციოს საზმაუზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია სადავოდ ხდის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამების განთავსებას. ორგანიზაცია არ ასაჩივრებს არასაუკეთესო დროს გასართობ გადაცემებში, ფილმებსა და სერიალებში, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების კონსტიტუციურობას. „საია მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო საეთერო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ ბიზნესის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს, 2019 წლის 01 აგვიტოს შეიტანა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)