|
2019-07-31 16:23:59, 938 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი მეცნიერები მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ბორლაუგის პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორები, მანპრეტ სინისი და ჰარშავარდჰან ტიპარედი ქართული მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ამერიკელმა მეცნიერებმა მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ სპეციალისტებს ფერმებსა და ფრინველი ხორცის გადამმუშავებელ საწარმოებში მიკრობიოლოგიური რისკების კონტროლის ღონისძიებების თანამედროვე მიდგომები გააცნეს. „ჯორჯიის უნივერსიტეტს მეფრინველეობის დარგში სასწავლო და კვლევითი პროგრამების, კერძო სექტორის კონსულტირების და საჭირო სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევების განხორციელებაში დიდი გამოცდილება გააჩნია. დღევანდელი შეხვედრა წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მეფრინველეობის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მიკრობიოლოგიური რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯიის უნივერსიტეტის ექსპერტები სოფელ კრწანისში, მეფრინველეობის კომპლექსებს მოინახულებენ და ფერმერებს ბიოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ კონსულტაციას გაუწევენ. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)