2019-07-30 10:31:22, 2998 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 17 ადამიანი
პაკისტანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში დაეცა. ვარდნის შემდეგ ის აალდა და ცეცხლი ცეცხლი რამდენიმე შენობას მოედო.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 5 ეკიპაჟის წევრია. უბედური შემთხვევის დროს კიდევ 12 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ვერტმფრენი სასწავლო იყო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან