2019-07-29 18:01:34, 1595 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ქონება 2019 წელს 375 მილიონი დოლარით გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 2019 წლიდან დასაწყისიდან დღემდე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანისვილის ქონება 375 მილიონი აშშ დოლარით (+7,5%) გაიზარდა.
Bloomberg-ის სიაში სულ 500 მილიარდერია შეყვანილი და ბიძინა ივანიშვილი 348-ე ადგილს იკავებს. მმართველი გუნდის დამფუძნებლის ქონება 5.37 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სიის ხუთეულში სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია, რომლის ქონებაც 78 მილიარდ დოლარს შეადგენს და მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეითში, რომელსაც 108 მილიარდი აქვს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან